Project Description
,ელიტ ელექტრონიქსის“ საახალწლო ფასდაკლებებისა და საჩუქრების აქცია „ზებრამ” სამ სეზონიან სერიალად აქცია 😊
კამპანიის პირველი ეტაპი სახელწოდებით- ,,სანამ სანტა ისვენებს…”
7 სარეკლამო რგოლს აერთიანებს. იდეა მარტივი (გენიალურიც) და სახალისოა: ,,სანამ სანტა ისვენებს” და საახალწლო ორომტრიალისთვის ძალებს იკრებს,
,,ელიტ ელექტრონიქსი” თავის მომხმარებელს უკვე საახალწლო საჩუქრებით ანებივრებს. კამპანიის მეორე ეტაპზე ტექნიკის მაღაზიის აქცია უფრო მიმზიდველი ხდება, ამიტომაც ყველას შეუძლია კეთილი სანტას როლი მოირგოს. ამ ეტაპის სლოგანიც შესაბამისია – ,,გახდი სანტა!”
ფინალურ ეტაპზე კი საახალწლო სიურპრიზების აქცია კულმინაციას აღწევს: ქალაქში უკვე ყველამ დაასწრო სანტას:) კამპანიის ფინალური სარეკლამო ვიდეო მათთვისაა, ვინც ახალი წლისგან საჩუქრებთან ერთად , სასწაულსაც ელის;